საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები დღეს შევიდა, რომლის მიხედვითაც, დადგინდა სამი ქალაქი, რომლებსაც პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისების შესრულების შეზღუდვა არ შეეხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 ივლისიდან არ გავრცელდება მიუნხენზე, პარიზსა და რიგაზე.
მხარდაჭერა მიღებულია - საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება
1 ივლისიდან, უსაფრთხო დერეფნების პრინციპით, ეტაპობრივად გაიხსნება საქართველოს საზღვრები
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
შეგახსენებთ, საქართველოს საზღვარი 5 ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლა და საზღვრის გადაკვეთამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია უნდა ასახოს. თუ პირს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.