Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბათუმში საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიხსნა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიხსნა

116

სასტუმრო „ეიფორიაში“ დღეს ორდღიანი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (IBF) გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი რეგიონალური მასშტაბით ყველაზე დიდი ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც ბათუმში პირველად ტარდება. ფორუმი მსოფლიოკლასის სპიკერებს, ბიზნეს ლიდერებს, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს და დამწყებ ბიზნესმენებს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობსვორქშოპები და სამოტივაციო მასტერკლასები. მსოფლიოში აღიარებული სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მსმენელებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.

წლევანდელ ბიზნეს ფორუმზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან: მსოფლიოს ნომერ პირველი ბიზნესტრენერი მარშალ გოლდსმიტი; მსოფლიოს პორშეს დალამბორჯინის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კევინ გასკელი; მსოფლიოს ნომერ პირველი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა, „ლიდერშიპის“ თანაავტორიჯონ კინგი და სხვა ცნობილი სპიკერები.

ფორუმს საბანკო სექტორის, სადაზღვეოების, სამეწარმეო რგოლის, უძრავი ქონების მართვის, პროფესიული განათლების, საკონსულტაციო კომპანიების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ჯანდაცვის სფეროების წარმომადგენლები დაესწრებიან. მსოფლიოში ცნობილი სპიკერების მოსასმენად ბათუმს 800-მდედელეგატი ეწვია

ფორუმი 14 ქვეყანას აერთიანებს და ხელს უწყობს მასპინძელი ქვეყნისა და ქალაქის პოპულარიზაციას. IBF-ის დაარსების იდეა განპირობებულია იმით, რომმსოფლიოს ესაჭიროება უკეთესი ლიდერები როგორც ბიზნესის სექტორში, ასევე ორგანიზაციებში და სხვადასხვა სამუშაო წრეებში. კომპანიის სლოგანია„ღირს გახდე ლიდერების მიმდევარი“ და მისი ძირითადი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ლიდერული ქცევის ნორმების შესწავლას, რაც მსოფლიო ბაზარზეასეთი მოთხოვნადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები