LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი გასაყიდად გამოიტანეს

182
rredemma

ერთადგილიანი და თან სამ-საბურავიანი Peel P50 კანადაში იყიდება. 1964  წელს გამოშვებული მოდელი 30 ათასი დოლარი ღირს და ის მსოფლიოში ყველაზე პატარა სერიული მოდელია.

გასაყიდად გამოტანილი ეგზემპლარი ერთ-ერთია იმ 50 სამ-საბურავიანი ავტომობილისგან, რომელსაც ბრიტანული კომპანია Peel Engineering 1962-დან 1965 წლებში უშვებდა. მოდელის გაბარიტები საკმაოდ მცირეა, სიმაღლე 1372 მმ-ს შეადგენს, სიგრძე კი – 991 მმ. ერთადგილიანი ავტომობილი მხოლოდ 59 კგ-ს იწონის და მას მოტოციკლეტის კლასიფიკაცია აქვს. 2010 წელს მოდელი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე პატარა სერიული ავტომობილი.

გასაყიდად გამოტანილი ეგზემპლარი კონვეიერიდან დიდ ბრიტანეთში 1964 წელს ჩამოვიდა. შემდეგ მოდელი კანადაში მოხვდა, სადაც მთლიანად განაახლეს და იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანეს. სალონი შეარემონტეს და ერთადერთი სავარძელი თეთრი ტყავით გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ Peel P50-ს ოდომეტრი არ აქვს, ამიტომ 56 წლის მანქანის გარბენი უცნობია. რაც შეეხება ფასს, საწყისი ღირებულება 30 ათასი დოლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები