6 ივლისიდან, ბავშვებისა და უფროსებისთვისაც საყვარელი მთაწმინდის პარკი ვიზიტორებისთვის ღიაა. პარკი ზაფხულის ცხელ დღეებში, დასასვენებლად და გასართობად განსაკუთრებულად სასურველი ადგილია, თუმცა კორონავირუსის პანდემის გამო, ისევე როგორც ყველგან, მთაწმინდის პარკშიც სტუმრების რაოდენობა შემცირებულია.
პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ეთო გიგიაძე გვესაუბრა იმ სიახლეებზე, რაც პარკის სტუმრებს ელოდებათ.
“მთაწმინდის პარკი 6 მაისიდან ღიაა, გაიხსნა ყველა ატრაქციონი. ასევე სიახლე გვაქვს და ამ სეზონს ახალი, უკვე ძალიან მოთხოვნადი, ექსტრემალური ატრაქციონით “მეგა დაცემა” ვხვდებით. ასევე, წინა სეზონზე გარემონტდა გიგანტური ბორბალი, თუმცა კორონავირუსის გამო მხოლოდ ახალი წლის პერიოდში იმუშავა. შესაბამისად, ესეც ბევრი ვიზიტორისთვის სიახლე იქნება. მკვეთრად იგრძნობა სხვაობა წინა წლებთან შედარებით, ჩვენ ძირითად ტურისტებზე ვმუშაობდით, მაგრამ მოთხოვნა რა თქმა უნდა ადგილობრივებშიც არის. მთაწმინდის პარკი, შეიძლება ითქვას, რომ ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია”, – აცხადებს ეთო გიგიაძე.
პარკში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია. ატრაქციონებს სადენზიფექციო სამუშაოები ინტენსიურად უტარდება, ოპერატორები და თანამშრომლები კი სპეციალური აღჭურვილობით არიან ეკიპირებული.
პარკში ასასვლელი ტრამვაის ფასი გაიაფდა და 5 ლარის ნაცვლად 2 ლარი გახდა. ატრაქციონების ფასები კი უცვლელია.