LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვირთხების ეპოქა გვახსოვს და აღარ გვინდა!”

104

“სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მოუწესრიგებელი და გადატენილი ნაგვის ურნები ჩანს.

როგორც ხაბეიშვილი წერს, ფოტო დღეს, ვარკეთილშია გადაღებული.

მისი თქმით, დედაქალაქში ამ მხრივ პრობლემებია და ზაფხულის დადგომისთანავე ეს საკითხი, კიდევ უფრო მწვავედ დადგება.

“ფოტო დღევანდელია.
ქ. თბილისი ვარკეთილი 3. მე – 3 ა მკრ. კორპუსი 335 და 337 – ის მიმდებარედ.
ქალაქის ბევრ უბანში ნახავთ ასეთ სიტუაციას. არც ურნებია საკმარისი და აღარც თავად ურნები ვარგა (გამოსაცვლელია )
ზაფხული მოდის და კიდევ უფრო მწვავედ დადგება ეს პრობლემა. ვირთხების “ეპოქა” გვახსოვს და აღარ გვინდა!”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები