LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები შავი ზღვის სანაპირო ზოლში

479
Capture

ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ, რომელთაც წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით სინჯები აიღეს.

კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები