LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნდესლიგა ისტორიის მიჯნაზე: თამაშებს ქალი იმსაჯებს (ვიდეო)

85

გერმანია ნოვაციისკენ მიდის. მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში ისტორიული მოვლენა მოხდება.
გერმანელების მთავარ საფეხბურთო ლიგაში მატჩებს… ქალი იმსაჯებს – ბიბიანა შტაინჰაუსი. ეს სახელი და გვარი ახლა ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ დიდი ალბათობით ისტორიაში ჩაიწერება.

„ჩემი ოცნება ბუნდესლიგაში მსაჯობა იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მალე ეს ოცნება ამიხდება“, – აღნიშნა 38 წლის ქალბატონმა.

სამსაჯო განათლების მიღებამდე ბიბიანა შტაინჰაუსი პოლიციის ოფიცერი გახლდათ. აქამდე მას გერმანიის II ბუნდესლიგაში უმუშავია მთავარი მსაჯის რანგში, ხოლო ბუნდესლიგაში რამდენჯერმე მეოთხე არბიტრი იყო.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=52&v=4vb1ztysP0E

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები