შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის „ოქროს მოწმის“ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაასაჯაროვა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ “112”-ში განხორციელებულ ზარს და ასევე “112”-ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან“, – აცხადებენ უწყებაში.