LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუღარ დაფრინავთ: შაპეკოენსეს თვითმფრინავს ექსტრემალური დაშვება მოუწია

78

„შაპეკოენსეს“ თვითმფრინავმა პორტუ-ალეგრიში ექსტრემალური დაჯდომა განახორციელა.

გუნდი ბუენოს-აირესიდან აფრინდა ლიბერტადორესის თასზე „ლანუსთან“ შეხვედრის (2:1) შემდეგ და იძულებითი დაშვება მოუწია.

შაპეკოს აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე პრობლემების გამო ბორტი იძულებული გახდა პორტუ-ალეგრიში დამჯდარიყო.

ფეხბურთელები სახლში ავტობუსით გაემგზავრა, გზამ მთელი 11 საათი წაიღო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში „შაპეკოენსეს“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები