27 წლის მაილი საირუსი და 23 წლის კოდი სიმპსონი „ინსტაგრამ“ გამომწერებს სახალისო ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებირებენ. გასულ თვეს მაილიმ რეჟისორის როლიც მოირგო და შეყვარებულს კლიპი გადაუღო. კომპოზიციაზე Captain’s Dance გადაღებულ კლიპში, ავსტრალიელი მომღერალი მეზღვაურის როლში გვევლინება, რომელიც უცნაურ „ლუქებს“ ირგებს და მაილის მიერ გაკეთებული მაკიაჟით პოზირებს.
ამჯერად კი წყვილმა სახალისო TikTok ვიდეო გაავრცელა, სადაც ისინი სინქრონში ცეკვავენ. მაილიმ ლურჯი ბიკინი მოირგო, კოდის კი მუქი ნაცრისფერი შორტები ეცვა. უნდა აღინიშოს, რომ წყვილი მართლაც კარგად ცეკვავდა. „საუკეთესო წყვილი“, „ერთმანეთს საოცრად უხდებით“. – წერენ გამომწერები.
https://www.youtube.com/watch?v=F83bw3pf5gw