პოპ-მომღერალი დუა ლიპა და მისი შეყვარებული ანვარ ჰადიდი არდადეგებს სენტ-ლუისში ატარებენ. ლიპამ სოციალური ქსელის მეშვეობით არაერთი შთამბეჭდავი და პიკანტრური ფოტო გაავრცელა. ის ხან შავ ბიკინში პოზირებს, ხანაც წითელ საცურაო კოსტიუმს ირგებს. უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავი იდეალურ ფორაშია.
შეგახსენებთ, 23 წლის მომღერალი და ბელასა და ჯიჯის უმცროსი ძმა, 20 წლის ანვარ ჰადიდი ერთად გასული წლიდან არიან. ისინი პირველად British Summer Time-ის ფესტივალზე დააფიქსირეს.