LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კასრაძემ კარანტინის პერიოდი საფრანგეთში გაატარა

482
ninokasradzeok

ჟურნალ O.K.-ის ივლისის ნომრის გარეკანს მსახიობი ნინო კასრაძე ამშვენებს. მასთან ინტერვიუდან რამდენიმე მამონარიდს გთავაზობთ.

ნინო, როგორ ხართ? როგორგადააგორეთსრულიად მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული, გამოწვევებით აღსავსე პერიოდი?

ჯერ არ ვიცი, „გადავაგორეთ“ თუ არა, ალბათ მისი მხოლოდ ერთი ეტაპი გადავიარეთ. ეპიდემიის აფეთქების პერიოდში ჩემს შვილებთან ერთად საფრანგეთში ვიყავი და იქ მოგვიწვია კარანტინში ყოფნა. საქართველოში ჩამოსვლიდან 3 კვირის განმავლობაში აქაც სრულ იზოლაციაში ვიყავით. ჩემთვის რთული იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა.

შემოქმედებითი თვალსაზრისით, როგორი იყო ეს პერიოდი? გაჩერება მოგიწიათ?

შემოქმედებითად არ გავჩერებულვარ და მაინც ვიმუშავე ახალგაზრდა სტუდენტებთან ერთად. მათგან ერთ-ერთის შემოთავაზებას დავთანხმდი და გურამ მაცხონაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. საინტერესო პროექტი გამოვიდა, ონლაინ გვქონდა რეპეტიციები და ჩაწერა, ისე, რომ რეალურად არც რეჟისორი მინახავს და არც მსახიობები. გარდა ამისა, ბავშვებისთვის ვწერდი, რეპეტიციებს ვატარებდით სხვა პროექტთან დაკავშირებით. მოკლედ, არ გავჩერებულვარ.

გავაცნოთ მკითხველს თქვენი ოჯახი…

მყავს ორი შვილი და მეუღლე. შვილები მოსწავლები არიან – 16 წლის ლუკა და 18 წლის სალომე.

ნინო, შინ ფუსფუსი გიწევთ? სამზარეულოში კერძების მომზადება?

არათუ მიწევს, მეტიც – მთელი კარანტინის პერიოდში, საზღვარგარეთ ყოფნისას მუდმივად მიწევდა კერძების მზადება და სახლის დალაგება. ძირითადად ამაზე ვიყავი ორიენტირებული და ამიტომ ამ საქმიანობამ ძალიან მომაბეზრებელი სახე მიიღო.

ზოგადად, გიყვართ კულინარია?

ძალიან, როდესაც რუტინაში გადადის, ძნელია, მაგრამ ზოგადად, საკმაოდ კარგად გამომდის და მიყვარს კიდეც. საფრანგეთში ფრანგულ კერძებს ვამზადებ ხოლმე, რადგან იქ ქართული არ გამოდის გემრიელი. ფრანგებს ძალიან საინტერესო სამზარეულო აქვთ, ამიტომ ყოველთვის ვამზადებ ახალ-ახალ კერძებს. საქართველოშიც, რასაც ხელს მოვკიდებ, ვფიქრობ, რომ გამომდის. ამბობენ, რომ ხორცს კარგად ვამზადებ. მიყვარს კულინარია. საინტერესო პროცესია. მთავარია, სამზარეულოში დამწყვდევად არ გადაიქცეს, როგორც კარანტინის პერიოდში მოხდა.

როგორც ნინო კასრაძე ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ბედნიერების მთავრი წყარო ოჯახი, შვილები და მშობლებია, ასევე პროფესია, რომელიც ძალას აძლევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები