100 ოჯახს, ვისაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავს, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის კურთხევით, სპეციალური სიგელები გადაეცემათ.
საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოჯახებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დალოცავს. სასულიერო პირები კი მათ „მამულისთვის თავდადებული მშობლების სიგელს“ გადასცემენ.