საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და მთლიანობაში 943-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საიტის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი უკვე 821-მა ადამიანმა დაამარცხა.
ინფიცირების 15 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 3080, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.