LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელის საქმე თავდაყირა დგება: ვის ეკუთვნის არაგვთან ნაპოვნი წინდები და არსებობს თუ არა გარდაცვალების კადრები

3609
kadrebi

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაში ახალი მტკიცებულებები ჩნდება.

შეიძლება ითქვას, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარდაცვალების საქმე თავდაყირა დგება.

“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” აქ­ვეყ­ნებს, შსს-ს მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე-გა­მომ­ძი­ებ­ლის პა­ტაკს, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვამს, რომ არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი მოწ­მე ფო­ტოგ­რაფ­მა ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით გა­და­ი­ღო.

“ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე პი­რა­დად ინა­ხავს “სო­ნის” ციფ­რულ ფო­ტო­ა­პა­რატს, რომ­ლი­თაც იგი სუ­რა­თებს იღებ­და 2020 წლის 18 ივ­ნისს, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დროს და იგი აპი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტის გა­ნად­გუ­რე­ბას“, – ნა­ქვა­მია პა­ტაკ­ში, რო­მე­ლიც 22 ივ­ნისს არის და­წე­რი­ლი და რომ­ლი­თაც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს რე­ა­გი­რე­ბის­თვის მი­მარ­თავს.

შეგახსენებთ, ია­კობ ბრეგ­ვა­ძე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მეა. იმ დროს, რო­დე­საც მაგის­ტრალ­ზე მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რდებს თავს და­ესხნენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა და რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ, მათ შო­რის ია­კობ­მა, რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფო­ტოგ­რაფ­მა აღ­ნიშ­ნა, თავი იქვე მყოფ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბას შე­ა­ფა­რეს და სწო­რედ ამის შემ­დეგ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში და მომ­ხდარის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

იაკობ გრეგვაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნანობდა მომხდარი რომ არ გადაიღო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მალე საზოგადოება სიმართლეს შეიტყობდა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა მის მიერ გადაღებული კადრები, სადაც მცხეთიდან წამოსული ბიჭები გეგმავენ როგორ გააგრძელებენ ქეიფს ლისზე.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არაა. არ ვიცით ცხედარზე არსებული დაზიანებები გარდაცვალებამდეა მიყენებული თუ გარდაცვალების შემდეგ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ არაგვის ხიდის ქვეშ ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები. აღნიშული მტკიცებულებების შესახებ, ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი. ასევე, არ არსებობს ინფორმაცია, ეცვა თუ არა ცხედარს წინდები და ფეხსაცმელი.

რადიო თავისუფლების ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ნივთები 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ იპოვნეს.

ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება მათზე სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა.

ამ დროისთვის მდინარის პირას ნაპოვნი ნივთების ექსპერტიზა კვლავ მიმდინარეობს.

საბედისწერო სადღეგრძელო: რის გამო იჩხუბეს და რა გახდა ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი

ვიდეო: 19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო საბედისწერო წვეულებიდან

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

წუთიერი დუმილი და შავი ლენტები: შაქარას თამაშის ფოტოები

19 წლის ფეხბურთელი გოგოს სიყვარულს შეეწირა? – რას ამბობს ბიძა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები