მანჩო გიორგობიანი კარგ იდეას სთავაზობს მათ, ვისაც ბავშვები დასასვენებლად ვერ გაჰყავს ქალაქიდან.
როგორც ის ამბობს, კახეთში ისინი შეძლებენ იაფად დაისვენონ და დღიურად 35 ლარიც გამოიმუშავონ.
გიორგობიანი ამბობს, რომ კახეთში მუშა ხელის ნაკლებობაა და სამუშაოდ იქ სამეგრელოდანაც ჩადიან.
“ერთ კარგ იდეას მოგაწოდებთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბავშვები დასავენებლად ვერ მიჰყავს ზღვაზე!
მოკიდეთ ოჯახს ხელი , იქირავეთ კახეთში ოთახები ან სახლი და გაატარეთ ზაფხული ამ ტურისტული ობიეტებით და ტბებით დახუნძლულ მხარეში!
კვირის დღეებში იმუშავებთ ვენახებში, მწვანე სამუშაო ერთი ცვლა 35 ლარი, დილა-საღამოს მუშაობა კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება, კვებითურთ…
ცოლ-ქმარი მშვეენიერ თანხასაც დაგროვებდა, ბავშვებსაც დაასვენებდა და შაბათ-კვირას ექსკურსიებზეც ივლიდნენ!..
კახელმა მეგობარმა მითხრა, სამეგრელოდან ჩამოდიან სამუშაოდო და ამიტომ გადმოვაწყვე თბილისზეც…
უცხოელი ტურისტები მაგ მწვანე სამუშაოში, იქეთ იხდიდნენ 30 ევროს ხოლმე, მეტი შთაბეჭდილეებისთვის და თქვენ, შეათავსებთ სასიამოვნოს სასარგებლოსთან…
ჭირს კახეთში მუშა-ხელი..
ცუდი აზრია?” – წერს მანჩო გიორგობიანი.