უბედური შემთხვევა მოხდა წყალტუბოში. 17 წლის გოგო ლიფტის შახტში ჩავარდა, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტი მიტოვებული და შესაბამისად გაუმართავ მდგომარეობაში იყო.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელბს გოგონა გარდაცვილი დახვდათ. ამ დროისათვის უბედრურ შემთხვევასთან დაკავშირებით სხვა დეტალი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.