LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოიხმარენ თუ არა პირბადეებს აბიტურიენტები გამოცდების დროს – ტიკარაძის განმარტება

111
105597847-3342957365723906-2013814297961935263-o

შევეცდებით, აბიტურიენტებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

“თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი ვარ ჩართული თემატიკაში.

ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო.

ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები