LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლაუდია კარდინალეს პოსტერი სკანდალის მიზეზი გახდა: რა ხდება კანში

164

კანის ფესტივალის ტრადიციული პოსტერი, რომელიც ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება, ჩვეულებრივ, კინოვარსკვლავების ან ცნობილი ფილმების კადრებით იქმნება და სლოგანთან ერთად ფესტივალის ერთგვარ სიმბოლოდ აღიქმება.

წელს საიუბილეო ფესტივალის სახედ ახალგაზრდა კლაუდია კარდინალე იქცა სლოგანით: “ის ცეკვავს, ის იცინის, ის ცოცხლობს!” თუმცა, ერთი შეხედვით წაუგებელმა პოსტერმა ფრანგული პრესის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია და სკანდალის მიზეზიც გახდა, რადგან რომანტიკის და მშვენიერების შექმნის მცდელობას იტალიური კინოს ვარსკვლავის ფუმფულა ფორმები ემსხვერპლა.

განგაში ფრანგულმა Libération-მა ატეხა, რასაც სწრაფად აჰყვა ჟურნალი Télérama, а Le Monde, ორივემ ერთად კი, ფესტივალი ჰოლივუდის გავლენასა და “სიგამხდრის პროპაგანდაში” დაადანაშაულა, უფრო შორს წავიდნენ ფემინისტები, რომელთაც პოსტერი “ძალადობად და ქალის სხეულის შეურაცხყოფად” აღიქვეს. თუმცა, ყველა თავად მსახიობმა დაამშვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საყვარელი ფესტივალის სიმბოლოდ ყოფნა და ხაზი გაუსვა, რომ “მართალია, თავადაც იზიარებს ფემინისტურ იდეებს, მაგრამ არ მიიჩნევს, რომ პოსტერის ავტორებმა შეურაცხყოფა მიაყენეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები