LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-21 მაისის სასიყვარულო ჰოროსკოპი

250

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში;

ვერძი

სრულიად მოულოდნელად რომანტიკულ სარბიელზე საინტერესო მოვლენები განვითარდება.  ჯერ კიდევ ბრაზს და წყენას გრძნობთ, რის გამოც გიჭირთ რაღაცებზე თვალის დახუჭვა. კარგად გააზრებულ რისკზე წასვლა ღირს. ეცადეთ იმპულსურობისაგან თავი შეიკავოთ.

კურო

ბოლო პერიოდში თქვენს ცხოვრებაში არსებული ბუნდოვანება ნელ-ნელა გაქრება და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევთ. ნუ ჩაიკეტებით და ნუ მოდუნდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არსებულ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ.

ტყუპები

მიუხედავად იმისა, რომ რთულ სიტუაციებში პარტნიორისგან მორალურ მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობთ, ამ კონკრეტულ რთულ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობით. დროებითი იზოლაცია ბევრ კითხვაზე პასუხს მოგცემთ.

კირჩხიბი

ამ  კვირაში პარტნიორისგან აგრესიულ დამოკიდებულებას შენიშნავთ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს განწყობას. კვირის ბოლოს, შესაძლოა, ეს დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდეს. სასურველია, კამათში არ ჩაებათ და დროებით გაერიდოთ მას.

ლომი

ბოლო პერიოდში არსებულ ნეგატიურ პროცესებს ნელ-ნელა თავს დააღწევთ და კარიერულ მხარეს მეტ ყურადღებას დაუთმობთ. მიუხედავად იმისა, რომ გონებაში ჯერ კიდევ ოცნებობთ და ფანტაზიორობთ, ცხოვრებისთვის რეალური თვალით ყურებას მაინც მოახერხებთ.

ქალწული

საუკეთესო კვირა გელით. პოზიტიური ძვრები შეინიშნება სასიყვარულო ასპარეზზე. ის, რაზეც აქამდე ოცნებობდით, აგიხდებათ.  შესაძლოა, ამას ინტუიტიურადაც გრძნობდით. მთელი ეს პერიოდი მთლიანად ამ ახალი პერსპექტივით იქნებით მოცული.

სასწორი

თუ სერიოზული გამოწვევის წინაშე ხართ პირად ურთიერთობაში, სასურველია მძაფრ ემოციებს თავი აარიდოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დაელოდეთ  შესაბამის მომენტს და მკვეთრი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

მორიელი

მიუხედავად იმისა, რომ დრამისკენ ხართ მიდრეკილი, ამ კვირაში მოერიდეთ ყოველგვარ დაძაბულობას. მოუსმინეთ პარტნიორს და ნუ გადახვალთ აგრესიულ ქმედებებზე. მიიღეთ დამსახურებული კრიტიკა, როცა საჭიროა.

მშვილდოსანი

დასახულ მიზნამდე ნელ-ნელა მიიწევთ, რაშიც პარტნიორის როლი ფასდაუდებელია.  თვითკმაყოფილებას ნუ მისცემთ საშუალებას, მოტივაცია შეგიმციროთ, რადგან გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ.

თხის რქა

შესაძლოა, გგონიათ პირად ურთიერთობაში გაჩენილ ბზარებს სწორად უმკლავდებით, თუმცა პარტნიორი სულ სხვა აზრზეა. მოუსმინეთ მას და გამოსავალი ერთად მოძებნეთ. გააორმაგეთ ძალისხმევა და მონდომება.

მერწყული

თუ ურთიერთობაში გულახდილად გსურთ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, ეს კვირა ნამდვილად არასწორად შერჩეული  პერიოდია.  ცოტა დრო მიეცით საკუთარ თავს და მასაც, უკეთ გაერკვეთ ურთიერთობაში არსებული კრიზისის მიზეზებში.

თევზები

თევზის ნიშნით დაბადებულთათვის ჰარმონიული კვირა იქნება. დაძაბულობისა და გაუგებრობების გარეშე.  ცხოვრების ყველა ასპექტში პარტნიორისგან სრულ მხარდაჭერას გრძნობთ, რაც უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ.