ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
სხდომა დღეს 09:30-დან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
"ფორტუნა" გთავაზობთ ადვოკატების არგუმენტებს:
ამ უბედურებას 17 ადამიანის უბედურება ემატება - რა არგუმენტები აქვთ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს?
ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ ოჯახმა 19 ივნისს განაცხადა.
4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.