LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცემდნენ, აწამებდნენ, მორგში ამწყვდევდნენ: გლდანის ციხის 6 თანამშრომელი დააკავეს

223

პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გლდანის ციხის 6 ყოფილი თანამშრომელი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, გლდანის ციხის თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით განურჩევლად უსწორდებოდნენ პატიმრებს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, წამების მიზანი ციხის ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე პატიმრების დათანხმება იყო.

“პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. პატიმრები საკნიდან გაჰყავდათ და დაწესებულების კორპუსის ეზოში მდებარე აბანოში მათზე ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ძალადობდნენ. გარდა ამისა, მორალური ტანჯვის მიზნით, პატიმრებს მორგში გარდაცვლილებთან ამწყვდევდნენ.

გამოძიების ფარგლებში 600-მდე მსჯავრდებული დაიკითხა, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი.
დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები