LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მწვანესახურავიანი კორპუსები აშენდება

375

საქართველოში მწვანესახურავიანი კორპუსები აშენდება. პროექტს დეველოპერული კომპანია “ტერასა ჯგუფი” განახორციელებს. პირველი კორპუსი, რომელიც ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარეობს, უკვე დასკვნით ეტაპზეა.

როგორც გადაცემა ”საქმის კურსს” ”ტერესა ჯგუფში” განუცხადეს, მწვანე საფარი სახურავებზე კომპანიის ყველა პროექტში იქნება გამოყენებული.

“კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა გამწვანების ზონას. ეს არის ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული და დანერგილი მწვანე არქიტექტურის ტენდენცია, რომელიც იძლევა საშუალებას შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2015 წელს Salvus Development-ის სახელით შემოვიდა, თუმცა შემდეგ ჯგუფი გაიყო და 2017 წელს ერთმა ნაწილმა “ტერასა ჯგუფის” სახელით გააგრძელა ოპერირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები