მსოფლიო ვარსკვლავების პირადი ცხოვრება ხშირ შემთხვევაში ფილმის სცენარს ემსგავსება ხოლმე – მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ინტრიგები, უამრავი რომანი, ქორწინება თუ განქორწინება. თუმცა, მაინც მოიძებნებიან ისეთი ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც დღემდე მყარ, საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებიან.
,,ფორტუნა პლუსი” წარმოგიდგენთ 8 ცნობილ ქალბატონს. ქალბატონებს, რომლებიც ერთხელ დაქორწინდნენ და დღემდე მყარ ქორწინებაში არიან:
8. სელმა ჰაიეკი – მსახიობი 11 წელია ქორწინებაში იმყოფება. ჰაიეკი ფრანსუა ანრი პინოტს, ვენეციაში, 2006 წელს შეხვდა. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა.
7. ჯესიკა ალბა – ჯესიკა ალბა და ქეშ უორენი 12 წელია დაქორწინებულები არიან. მათი ურიერთობა 2004 წელს დაიწყო, 2008 წელს კი ქორწილით დაგვირგვინდა.
6. ბიონსე – ბიონსესა და ჯეი ზის სიყვარულის ისტორია 2002 წელს დაიწყო. წყვილი 2008 წელს დაქორწინდა. ამ ხნის მანძილზე მათ ურთიერთობაში პრობლემებიც ჰქონდათ, ჯეი ზი სხვა ქალთან რომანშიც ადანაშაულებდნენ, თუმცა, ისინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად ითვლებიან.
5. კეტრინ ზედა-ჯონსი – კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი 20 წელია დაქორწინებულები არიან. წყვილმა ერთმანეთი საფრანგეთში, 1998 წელს გაიცნო, გაცნობიდან ორი წლის შემდეგ იქორწინა.
4. სარა ჯესიკა პარკერი – მსახიობი და მეთიუ ბროდერიკი ქორწინებაში უკვე 23 წელია რაც იმყოფებიან, მათ იუბიულე სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნეს და თავს კვლავინდებურად ბედნიერად გრძნობენ. წყვილმა ერთმანეთი 1991 წელს, ნიუ იორკში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. ექვს წლიანი ურთიერთობის შემდეგ მათ დაქორწინება გადაწყვიტეს.
3. კეიტ ბლანშეტი – ქეითი ენდრიუ აპტონზე უკვე 24 წელი რაც დაქორწინებულია. წყვილმა ერთმანეთი სიდნეიში, 1996 წელს გაიცნო და ერთი წლის შემდეგ იქორწინა.
2. რიტა უილსონი – რიტა უილსონი და ტომ ჰენკსი 32 წელია დაქორწინებულები არიან. მათ ერთმანეთი 1981 წელს, გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და 7 წლის შემდეგ იქორწინეს.
1. მერილ სტრიპი – მერილ სტრიპი და დონ გამერი 42 წელია რაც დაქორწინებულები არიან. მერილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მყარი ურთირთობის გასაღები ერთმანეთისთვის ყველანაირი ემოციის გაზიარებაა.