მეტროსადგურ „წერეთლიდან“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრების ტერიტორიიდან გარიდების მიზეზი მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანება გახდა.
ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.