LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

52

ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან უკვე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

მინდელის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეებს, მეშახტეებს, ტყიბულელებს. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა, ბოლო მომენტამდე მაინც გვქონდა იმედი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.  ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი. დაღუპულთა ოჯახებს გაეწევათ ყველა სახის კომპენსირება როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დღეს არ არის აქ ის სიტუაცია, რომ ვეძებოთ მტყუანმართალი, რადგან ახლა ამ ქალაქს, ჩვენს მეშახტეებს უნდა დავუდგეთ გვერდში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს და თითოეულ მეშახტეს ეს ტრაგიკული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ,განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში დასაქმებულთა უფლებები, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ შრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კანონმდებლობამ უკვე კარდინალური და სერიოზული პროგრესი განიცადა.

რაც შეეხება შრომითი პირობების დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ წარმოებებში ის  სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდება,აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დაღუპულთა ოჯახებს ასევე მიუსამძიმრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. „დიდი ტრაგედია გვაქვს, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება, მასში ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ახლა ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს,განაცხადა ალავიძემ.

საქნახშირისგენერალური დირექტორის, ჯამბულატ ჯაყელის თქმით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების თანადგომისთვის. „ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ, მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ კოლექტივს. ჩვენი კომპანია მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ასევე მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შევხვდით, ვესაუბრეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული,აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯამბულატ ჯაყელმა.

კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია 9 მაისს მოხდა,  ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს ბადია მოწყდა და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში მაშინვე გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ტყიბულში იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი მეშახტეების სამძებრო სამუშაოები დაახლოებით დილის 08.30 საათზე დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები