LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიან აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებს ადგენენ

118

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ინფოტურებს იწყებს.
პირველი ტურის ფარგლებში რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა ქედის ახალი ტურისტული მარშრუტი – გობრონეთის ტური გაიარეს. ინფოტურის მონაწილეება მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირს შესანიშნაობები დაათვალიერეს და გობრონეთში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს.

ქედაში, გობრონეთის მარშრუტი იმ ახალ ტურისტულ მარშრუტებს შორისაა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტებს სთავაზობს.

მიმდინარე წელს, სააგენტო დამატებით ოთხი ტურისტული მარშრუტის განვითარებაზე მუშაობს. რაც შეეხება ინფოტურებს, წლის ბოლომდე მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 15-მდე ინფოტურის ორგანიზება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები