„ვაზისუბნის მამულის სტუმრობა დროში მოგზაურობას ჰგავს. ვახშამი ჩვენს ვენახებში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს გიმზადებთ“, – ამ სათაურით აქვეყნებს სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს „ვაზისუბნის მამული“.
სასტუმრო დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად არის. კახეთში, მე-19 საუკუნის აღდგენილ სასახლეში სტუმრებს დახვდებათ: აუზი, იოგას გაკვეთილები, ღვინის ტურები და დეგუსტაცია, ვახშამი ვენახებში, პიკნიკები მამულში, ტური კახეთის გარშემო….
https://www.facebook.com/VazisubaniEstate/videos/587347752189081/
ცნობისთვის, სულხან ჭავჭავაძის, მეცხრამეტე საუკუნის ვაზისუბნის მამული ქართული ღვინის გენეტიკური მეხსიერების ამბავს გიამბობთ. დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, აღდგენილ სასახლეში, საუკეთესო მიკროზონის ვენახებსა და მრავალსაუკუნოვან ბაღში, ხელახლა აღმოაჩინონ ქართული კულტურა და იდენტობა.