LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გალერეა თბილისში” შემსვლელი ბრენდები ივნისში გამომჟღავნდება

107

“გალერეა თბილისი” ახალი ბრენდების შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ივნისში გაავრცელებს. როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ გადაცემა ”საქმის კურსს” განუცხადა, პრეზენტაციამ რამდენიმე კვირით გადაიწია. ”გალერეა თბილისს” ინფორმაციის გავრცელების უფლება მხოლოდ მას შემდეგ აქვს, რაც შესაბამის თანხმობას ბრენდებისგან მიიღებენ.

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის მართვას, “გალერეა თბილისის” დირექტორი ამბობს, რომ სხვა კომპანიის შემოყვანას არ გეგმავენ და მართვაში თავად შევლენ, თუმცა, ამისთვის რამდენიმე უცხოელ კონსულტანტს დაიქირავებენ.

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრში ბრენდების 30% საქართველოსთვის ახალი იქნება. უკვე ცნობილია, რომ სწორედ “გალერეა თბილისში” შემოვა საქართველოში შვედური ბრენდი H&M.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები