რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines საქართველოს მიმართულებით პირველ რეგულარულ ფრენას 2 ივლისს შეასრულებს.
როგორც LOT Polish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში – LOT Travel LTD – Georgia-ში განმარტავენ, ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირველი რეისს 2 ივლისს შეასრულებს და 14 ივლისამდე კვირაში სამი სიხშირით იფრენს.
“ძვირფასო მეგობრებო, LOT პოლონეთის ავიახაზები ბრუნდება სასიამოვნო სიახლით! 1 ივლისიდან ეტაპობრივად აღდგება საერთაშორისო ფრენები ევროპის შერჩეული ქალაქების მიმართულებით! საქართველოს მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება 2 ივლისს და 14 ივლისამდე კვირაში სამი რეისი იქნება.
მოთხოვნიდან გამომდინარე, ფრენების სიხშირე გაიზრდება და 14 ივლისიდან გაფართოვდება ამ ქალაქების სია. ველოდებით დამატებით ინფორმაციას საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით”, – აცხადებენ LOT Travel LTD – Georgia-ში.