LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზაფხულში ფასები კიდევ უფრო მოიმატებს”

82

ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ზაფხულში ფასების მომატებას პროგნოზირებს. გოცირიძის თქმით, ინფლაცია და ფასების ზრდა ამის შემდეგ, გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფზე იქნება დამოკიდებული.

ექსპერტის აზრით, ეს ყველაფერი არაჯანსაღი ბიუჯეტის დამსახურებაა, რაც თავის მხრივ, მთავრობის ბრალია.

“ინფლაციამ 6 პროცენტს გადააჭარბა. ზაფხულში ფასები კიდევ უფრო მოიმატებს. შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული, გაიზრდება თუ არა გაზისა და ელექტოენერგიის ტარიფები.
ვერაფრით შეიგნო ამ მთავრობამ, რომ სტაბილურობა ვერ მიიღწევა ჯანსაღი ბიუჯეტის გარეშე”,- წერს რომან გოცირიძე FB გვერდზე.