LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა პანდემიის შემდეგ სასტუმროში პირველი ღამე გაათენა და ბევრი საინტერესო სიახლე აღმოაჩინა

350
hmmmsdfd

ბრიტანელი ტურისტი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სასტუმროში პირველად იყო და თავისი გამოცდილება ყველას გაუზიარა. როგორც ლიზა მაინოტი აცხადებს, სასტუმრო ადრე ყოველთვის მოგზაურობასთან ასოცირდებოდა და რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნება ძალიან ემოციური იყო.

,,სანის”  ინფორმაციით, ლიზა ლონდონის აეროპორტის მახლობლად ,,ჰოლიდეი ინ”-ში დასახლდა. პირველი, რაც ქალს თვალში მოხვდა მიმღებში დამონტაჟებული დამცავი ეკრანები იყო. მომღიმარი ადმინისტრატორები სტუმრებს სოციალური დისტანციის დაცვასა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას სთხოვდნენ.

კლიენტებს ერთჯერადი გამოყენების საწერი კალმები დაურიგეს, სხვა საკანცელარიო ინვენტარი კი სპეციალურ კონტეინერში მოათავსეს, რათა შემდეგ სანიტარული დეზინფექცია ჩაეტარებინათ.

„სასტუმროში 21:30 საათზე მივედი და რესტორანი უკვე დაკეტილი დამხვდა. საკვების შეკვეთა ბარში შემეძლო, თუმცა პერსონალმა გამაფრთხილა, რომ ვახშამის მირთმევას მხოლოდ საკუთარ ნომერში შევძლებდი“ – აღნიშნა მაინოტმა და ისიც დაამატა, რომ სასტუმრშო „შვედური მაგიდის“ სისტემა ნომრებში მომსახურებამ ჩაანაცვლა.

სასტურმოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური მონიშვნები გააკეთეს, რათა სტუმრებს სოციალური დისტანციის დაცვაში დაეხმარონ. ნომრებიდან სააბაზანო ნივთების ინდივიდუალური კომპლექტები გაქრა, რათა ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება მინიმუმადე შემცირდეს.

შეჯამების სახით იმის თქმა შემიძლია, რომ თავს მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვგრძნობდი და როდესაც დასაძინებლად ვწვებოდი ახალ თავგადასავალზე ვოცნებობდი“ – განაცხადა კმაყოფილმა ტურისტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები