LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა

118
Tbilisi, Georgia. Panorama Cityscape Of Summer Old Town. Metekhi Church Of Assumption In Historic Neighborhood Of Tbilisi During Beautiful Sunrise. Central Part Of City With Famous Landmarks.

Emerging Europe-ის 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით თბილისი ევროპაში პირველ ადგილზეა. გამოცემის ცნობით, თბილისი ლოკაციის ექსპერტების მხრიდან უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

„საქართველო უკვე დიდი ხანია, ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების თავისუფლების რეიტინგში ყოველთვის სათავეშია. 2019 წელს ქვეყანა რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გავიდა, იმ პირდაპირი და მარტივი მეთოდების გამო, რომლითაც ახალ ბიზნესებს ქვეყანაში დარეგისტრირება შეუძლიათ“, – წერს Emerging Europe.

გამოცემა თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებსაც ციტირებს. „ის, რომ Emergin Europe-მა ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში ლიდერად გვაღიარა, ხაზს უსვამს ჩვენს მონდომებასა და შრომას, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ქალაქის პოტენციალის აღმოჩენაში ჩავდეთ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისი აღიარებული იქნა როგორც ერთ-ერთი პოტენციალით სავსე ადგილმდებარეობა. ეს ჯილდო ნამდვილად დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე და მოიზიდავს მეტ ინვესტიციას“, – ამბობს დედაქალაქის მერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები