LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში 28 წლის მამაკაცმა 23 წლის მეუღლე მოკლა

114

ბოლნისში 23 წლის ახალგაზრდა ქალი ქმარმა მოკლა. შეთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში 28 წლის მამაკაცმა  ცოლი, სავარაუდოდ, დანით მოკლა. მეზობლების განცხადებით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავში დარჩა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები