LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითოეულ ადამიანს ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა: გიორგი გახარიას თქმით, ბრძოლა არ დასრულებულა

86
Capture

“ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის, ბრძოლა არ დასრულებულა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერმა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სისმტემის წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლა კვლავ გრძელდება.

“მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და პირველ რიგში მინისტრს, იმ 24-საათიანი შრომისთვის, რაც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში გასწიეს. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ადამიანები ბრძოლას იგივე რეჟიმში გააგრძელებენ.

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემია არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინიტრის ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით წარმატებულად გაართვა თავი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის, ბრძოლა არ დასრულებულა.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ თითოეულ ადამიანს ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა, მათ სიცოცხლეზე,  ჯანდაცვაზე, შრომით უზრუნველყოფასა და ყველაფერზე. მინდა გისურვოთ წარმატებები და კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს იმისთვის, რაც უკვე გაკეთდა. დარწმუნებული ვარ ყველა დაბრკოლებას, რაც მომავალში გველის, წარმატებით გავუმკლავდებით“, – აცხადებს გიორგი გახარია.

ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით. ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ მის გავრცელებას და ასე უნდა გავაგრძელოთ, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. შესანიშნავად გავიარეთ შეჩერების და ადაპტაციის ეტაპები, ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე”, – მიმართა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს.