LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ნიშანი იმისა, რომ უკვე წარმატებული ხართ, თუნდაც თქვენ ამას ვერ ხვდებოდეთ

478
104289542-260193505249382-7737053388413713934-n

ფსიქოლოგ შენონ კაიზერის აზრით იმის მიზეზი, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის დეპრესიული, მარტოობით და ტკივილით სავსე დღეები, ერთია – დაბალი თვითშეფასება. კაიზერს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანი საკუთარ თავს და მიღწევებს გაცილებით ნაკლები ღირებულების მქონედ აღიქვამს, ვიდრე ისინი სინამდვილეშია. სწორედ ამიტომ კარგი განწყობის და ბედნიერების საიდუმლო თვითშეფასების ამაღლებაში და რეალობის ისეთად დანახვაშია, როგორიც ის არის. ცნობილ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენს ცხოვრებას, აღმოვაჩენთ მთელ რიგ ნიშნებს და ფაქტებს, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ჩვენ უკვე წარმატებულები ვართ მიუხედავად იმისა, ვხვდებით თუ არა ამას.

25 ნიშანი იმისა, რომ უკვე წარმატებული ხართ, თუნდაც თქვენ ამას ვერ ხვდებოდეთ:

1. თქვენი ოჯახური ურთიერთობები ადრინდელთან შედარებით ბევრად მშვიდი და ჰარმონიულია.
2. შესაძლოა თქვენ არ გაქვთ ბევრი ფული, მაგრამ გაქვთ სრულფასოვანი და საინტერესო ცხოვრება.
3. თქვენ არ გეშინიათ ითხოვოთ დახმარება ან თანადგომა როდესაც ეს გჭირდებათ..
4. თავს ყველგან ისე კარგად გრძნობთ, თითქოს სახლში ხართ.
5. სულ უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებთ საკუთარ თავს.
6. თავისუფლდებით იმ ნივთებისგან/ადამიანებისგან, რომლებიც ცხოვრებაში არაფერში გჭირდებათ.
7. ხშირად მოგწონთ სარკეში დანახული საკუთარი ანარეკლი.
8. ცდილობთ შეეწინააღმდეგოთ თქვენს შინაგან კრიტიკულ, ნეგატივისტ, წუწუნა მეს და პოზიტიურად იაზროვნოთ.
9. უკვე იცით, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა და მარცხი თვითგანვითარების ნაწილია და ამას ჯანსაღად აღიქვამთ.
10. თქვენ გყავთ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თქვენს გამო.
11. ცხოვრების თანამგზავრის, მეგობრების თუ ახლობლებისაგან ხშირად გესმით ფრაზა: ,,მე შენ მიყვარხარ”.
12. თქვენ იღებთ იმას, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ, თუმცა, ცდილობთ შეცვალოთ ის, რაც თქვენთვის მიუღებელია.
13. იმის მაგიერ რომ იწუწუნოთ, ცდილობთ იპოვოთ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.
14. თქვენ არ ღელავთ თქვენი მშობლების იმ თვისებებზე, რომლებიც არ მოგწონთ და იღებთ მათ ისეთებად, როგორებიც არიან.
15. სულ არ გაღელვებთ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები.
16. თქვენ გახარებთ თქვენი ყოფილი პარტნიორების ბედნიერება და გულწრფელად უსურვებთ წარმატებებს.
17. თქვენ შეგიძლიათ გულით გაგიხარდეთ და აღნიშნოთ სხვისი წარმატება.
18. თქვენ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას არა მხოლოდ იგრძნოთ ის, რასაც გრძნობთ, არამედ სხვებსაც გაუზიაროთ ემოციები.
19. გაქვთ ჰობი, რომლითაც სიამოვნებით კავდებით.
20. შეგიძლიათ სწორად გაიგოთ მოძღვნილი კომპლიმენტები.
21. გაქვთ კონკრეტული მიზნები, რომელთა მისაღწევადაც მუშაობთ.
22. გაქვთ მიზნები, რომლებსაც უკვე მიაღწიეთ.
23. გაქვთ თანაგრძნობის უნარი.
24. გიყვართ საკუთარი სამსახური და საქმე, რასაც აკეთებთ.
25. თქვენ შეგიძლიათ სიყვარულის როგორც გაცემა, ასევე მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები