შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის რაიონში კოოპერატივმა „სურამი-2017“ „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.
„სურამი-2017“ პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 2 ჰექტარზე კენროვანი კულტურა (მაყვალი/ჟოლო), ხოლო 5 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა, რისთვისაც 61 075 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო, აქედან სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 12 250 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, ხოლო 48 825 ლარი ნერგებზე.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონის სოფელ გომში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, კოოპერატივი „სურამი-2017“ -ის ბაღი მოინახულეს.
„დანერგე მომავლის“ პროექტის დაწყებიდან 2017 წლის მარტის ბოლოს მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში სულ 1 065 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 6 865 242 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 343 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 16 368 274 მილიონ ლარს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.