ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, აშშ-ის საელჩოსთან თვითმკვლმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა.დაშავებულთა რიცხვი კი 28–ს აღწევს. მათ შორის სამი ამერიკელი ჯარისკაცია.
თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება NATO-ს ავტოკოლონის გადაადგილების დროს მოაწყო. ტრაგედია ქაბულის ერთ–ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მოხდა.
როგორც Reuters იუწყება, დაზიანებულია უამრავი ავტომობილი. ჯარისკაცებმა ბაზაზე დაბრუნება ჯავშანტრანსპორტით შეძლეს.
აფეთქებას ქაბულში წინ უსწრებდა “თალიბანის” განცხადება, რომელშიც მოძრაობა საგაზაფხულო იერიშის დაწყების შესახებ საუბრობდა.