50 წლის ჯანეტ ჯექსონმა ქმართან დაშორების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მომღერალმა ვიდეომიმართვა გაავრცელა:
„მოგესალმებით, ეს მე ვარ, ჯენი, თუ ვერ მიცანით. ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალე. მადლობელი ვარ ღმერთის ასეთი ჯანმრთელი, ლამაზი და ბედნიერი შვილისთვის! სინამდვილეში კი მინდა სხვა რამ გითხრათ. დიახ, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით და ამჟამად საქმეებს სასამართლოში ვაგვარებთ. დანარჩენი ღმერთის ხელშია“.
ამას გარდა, მომღერალმა დაამატა, რომ მსოფლიო ტურნეს განახლებას გეგმავს, რომელიც გასულ წელს ორსულობის გამო შეწყვიტა.
ჯანეტმა და უისამ ალ მანამ ერთად ხუთი წელი იცხოვრეს. ბავშვის დაბადებიდან სამ თვეში კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.