LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონიოში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

118

გონიოში, დღეს დილით მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გონიოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მანქანაში მყოფი მგზავრებიდან ორი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები