LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 აზერბაიჯანელი, 1 ქართველი – კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა შეიცვალა

140
ტბლს

დღის მეორე ნახევარში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკა შეიცვალა. დაფიქსირდა სამი ახალი შემთხვევა.

სამი პირიდან, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ორი აზერბაიჯანის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გაკეთდა.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაფიქსირებულია სამი დადებითი პასუხი, აქედან ორი არის 60 წლამდე მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგ გადმოიყვანეს კლინიკაში და ჩვენთან „პისიარ“ კვლევით დადასტურდა კორონავირუსი.
ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დადასტურდა კორონავირუსი. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ.

ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„აზერბაიჯანელებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ისინი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, მათი სამუშაოდან გამომდინარე. ქართველი მოქალაქე კი გადაყვანილია იმავე კლინიკაში, სადაც მისი ბებია უკვე რამდენიმე დღეა მკურნალობს“, – განაცხადა მარეხ ბექანიამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები