საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩიეს. კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ კახი ბექაურის კანდიდატურა იყო დარეგისტირებული, რომელიც კომისიის წევრებმა კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ერთობლივად წარადგინეს.
კომისიის თავმჯდომარე დღემდე ვახტანგ აბაშიძე იყო. კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ჩამოყალიბებულია კომისიის გადაწყვეტილებით და ის დაკომპლექტებულია კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით.