Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გაერო შეშფოთებულია: უკრაინაში რასიზმი და ფაშიზმია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო შეშფოთებულია: უკრაინაში რასიზმი და ფაშიზმია

132

გაერომ შეშფოთება გამოთქვა კიევის ”დინამოსა” და ”შახტარის” მატჩის დროს მომხდარი რასისტული ინცინდენტების გამო. გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების კუთხით ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა მოუწოდა ფიფას, უყურადღებოდ არ დატოვოს აღნიშნული ინცინდენტი და ზოგადად, მსგავსი ფაქტები.

უკრაინის ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, რომელიც ”შახტარმა” 1:0 მოიგო, კიეველი გულშემატკივრის მხრიდან რასისტულ შეძახილებსა და სხვა ქმედებებს ჰქონდა ადგილი.

”ის რაც ჩვენ ვიხილეთ კიევის ”დინამოს” გულშემატკივრების შესრულებით, შეშფოთების სერიოზულ საფუძველს გვაძლევს. მთელი ეს ატრიბუტიკა და სიმბოლიკა, სვასტიკები… ეს კუ კლუქს კლანის ასოციაციას იწვევს”, – განაცხადა ალ ჰუსეინმა რამდენიმე დღის წინ, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უმაღლესი კომისრის განცხადებით, ერთია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა და მეორეა სიძულვილის შემცველი განცხადებების გაკეთება, რამაც შესაძლოა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ძალადობრივი ქმედებებისკენ უბიძგოს.

”ვფიქრობ, მსგავსი ფაქტები უფრო დიდი ყურადღებით საჭიროებს შესწავლას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ და საფეხბურთო ორგანოებმა ერთად უნდა იმუშაონ. მიმაჩნია, რომ თავისი როლი უნდა შეასრულოს ფიფამაც. ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რათა ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს”, – განაცხადა ალ ჰუსეინმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები