LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მეგან ფოქსის ყოფილ მეუღლეს კორტნი სტოდენთან რომანი აქვს

127
safe-image

სულ ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი 10 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი ფოქსის რომანი გახდა, 34 წლის მსახიობი, 30 წლის რეპერ, კოლსონ ბეიკერს ხვდება. წყვილმა ერთობლივი კლიპიც გადაიღო.

„ძალიან მეტკინა გული, მე ის ყოველთვის მეყვარება და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც მუდამ ვეყვარები“, – ეს გრინის სიტყვებია, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.

მეგან ფოქსის ყოფილი მეუღლე 25 წლის მოდელ, კორტნი სტოდენთან ერთად დააფიქსირეს. ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ წყვილს რომანი აქვს. ისინი ლოს-ანჯელესში, მექსიკური რესტორნიდან გამოსულები დააფიქსირეს, მათ საჭმელი მიჰქონდათ, როგორც ჩანს, ისინი დღის ერთად გატარებას გეგმავდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები