LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სფეის იქსმა“ დედამიწის ორბიტაზე ,,სტარლინკის” მორიგი 60 სატელიტი გაუშვა

438
29208774-0-image-a-7-1591952509837

„სფეის იქსმა“ დედამიწის ორბიტაზე ,,სტარლინკის” მორიგი 60 სატელიტი გაუშვა. შესაბამისად, ამ დროისათვის ილონ მასკის კომპანიის მიერ ორბიტაზე გაშვებული თანამგზავრების საერთო რაოდენობა უკვე 540-ია. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში „სფეის იქსს“ ორბიტაზე 42,000 სატელიტის გაშვების ნებართვა აქვს. სისტემის მიზანია პლანეტის მთელი მოსახლეობისათვის იაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტის შეთავაზება.

„სფეის იქსმა” სატელიტები კანავერალის კონცხიდან ,,ფალკონ 9″ ტიპის რაკეტით გაუშვა. ეს იგივე რაკეტაა, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ ამავე ადგილიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტები გადაიყვანა.

შემდეგი გაშვება 22 ივნისს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ორბიტაზე განთავსებული ,,სტარლინკის” სატელიტების რაოდენობა 600 გახდება. „სფეის იქსში“ იმედოვნებენ, რომ უკვე მაშინ, როდესაც გაშვებული სატელიტების რაოდენობა 800-ს მიაღწევს, შესაძლებელი გახდება პლანეტის მოსახლეობის ნაწილისათვის გარკვეული ინტერნეტ-სერვისების შეთავაზება, რაც დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება, საერთო ჯამში კი პროექტი 2027 წელს უნდა დასრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკის ინოვაციური პროექტი ერთი შეხედვით მხოლოდ დადებითი შედეგების მოტანაზეა გათვლილი, მას არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. მათ შორის არიან ასტრონომები, რომელთა თქმითაც, დედამიწის ორბიტაზე ამდენი სატელიტის განთავსება მნიშვნელოვნად გაართულებს პლანეტის ღამის ცაზე დაკვირვებას და დედამიწიდან ღია კოსმოსის შესწავლას. ამის მიზეზი კი სატელიტების თვისებაა – ორბიტაზე ყოფნისას ისინი მზიდან არეკლილ შუქს დედამიწისაკენ მომართავენ და მათი განსხვავება ბუნებრივი ციური სხეულებისგან ძალიან რთულია.

\

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები