პეკინში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს. ხოლო მეზობელ ქალაქ ბაოდენში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ბაოდენის მოსახლეობა 11 მილიონს აჭარბებს, პეკინიდან კი მხოლოდ 147 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება – აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
როგორც ცნობილია, ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 36 პეკინში გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი თავდაპირველად პეკინის ერთ-ერთ სასურსათო ბაზარში, ძინფადში დაფიქსირდა, საიდანაც ქალაქის რამდენიმე უბანში სწრაფად გავრცელდა.
ამის გამო ქვეყნის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტმა სასურსათო ბაზარი დახურა და თანამშრომლების ტესტირება დაიწყო.
ძინფადი პეკინის უდიდესი ბაზარია, რომელიც პეკინის მოსახლეობის 80%-ს ბოსტნეულითა და ხორცით ამარაგებს. სავაჭრო ობიექტებში 10 000-ზე მეტი ადამინია დასაქმებული.