LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

booking.com: აფხაზეთი ნაწილობრივ დამოუკიდებელი ქვეყანაა

157

სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პორტალი, ოკუპირებულ აფხაზეთს “ნაწილობრივ დამოუკიდებელ ქვეყანას უწოდებს”.

Booking.com-ზე აფხაზეთი ცალკე ქვეყანადაა გამოყოფილი. სასტუმროს დაჯავშნისას ის საქართველოსთან ერთად აღარ იძებნება.

ქართველი მომხმარებლების შეშფოთებას, საიტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მათ პირველ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ დამოუკიდებელი ქვეყანაა. მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, საიტმა პოზიცია შეცვალა.

მათი თქმით, მობილური აპლიკაციის ბოლო განახლებაში, ეს შეცდომა უკვე გასწორებულია და აფხაზეთი საქართველოსთან ერთადაა მოხსენიებული. საიტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამას ყურადღებას მიაქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები