LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის ადამიანებს“: ამირან გამყრელიძე

431
98482657-2997337063687537-6773632556479807488-o

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საზოგადოება არ ემორჩილება რეგულაციებს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადეს ყოველთვის არ ატარებენ.

მისი თქმით, საუბარი არ არის რეგულაციების გამკაცრებაზე, საუბარია მოწოდებაზე, რომ დაწესებული რეგულაციები შესრულდეს და თუ არ სრულდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უფრო ქმედითად ამოქმედდეს.

„რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ უნდა დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებს. საუბარია მოწოდებაზე, რომ ის რეგულაციები, რაც დაწესებულია, აღვასრულოთ და თუ არ სრულდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უფრო ქმედითად ამოქმედდეს, იმავე რესტორნებთან და კაფე-ბარებთან მიმართებაში, სადაც არ იცავენ რეგულაციებს. იცით, რომ ყველა ბიზნესს დაუწესდა გარკვეული რეგულაციები.

სამწუხაროდ, არ ვემორჩილებით, საზოგადოება არ ემორჩილება ამ რეგულაციებს. ვიაროთ ფეხით და ტრანსპორტი დავუთმოთ ჩემი თაობის ადამიანებს, ვინც ასაკში არიან და ხანდაზმულები არიან. კარგია, რომ პირბადე უკვე ყველას გვიკეთია თანდათან საჯარო დაწესებულებებში, მეტროში, მაგრამ ყველგან არ იცავენ ამ წესს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადეს რატომღაც არ ატარებენ ყოველთვის, ასევე სამარშრუტო ტაქსებში. ამავე დროს ავტობუსებში გვქონდა გადატვირთვის, გადაჭედვის შემთხვევები. პირბადეს სერიოზული დამცველობითი უნარი აქვს, მაგრამ, როცა ძალიან ახლოს ვართ და დისტანციას არ ვიცავთ, გადადების რისკი იზრდება.

შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ინფექცია ბრუნავს, ვირუსი ცირკულირებს ჩვენს ირგვლივ“, – განაცხადა გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები