LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 აპრილს „ლიტერას“ გამარჯვებულები დასახელდებიან

67

27 აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში 2017 წლის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. პრემიის ლაურეატებს კონკურსის ჟიური 5 ნომინაციაში დაასახელებს; გამარჯვებულებს ჯილდოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური და ჟიურის წევრები გადასცემენ.

პრემიის ლაურეატები დასახელდებიან შემდეგ 5 ნომინაციაში:

  1. წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
  2. წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი;
  3. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
  4. წლის საუკეთესო დებიუტი;
  5. წლის საუკეთესო წიგნის (გარეკანის)დიზაინი.

პრემია „ლიტერას“ თითოეულ გამარჯვებულს  საპრიზო თანხა – 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“გადაეცემა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა და მისი მიზანი  ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2016 წელს საქართველოში წიგნად  ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს.  საკონკურსოდ  შემოსული 98  წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 33. წელს, ნომინაციებში სიახლეა –  „წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა“. ამასთან, ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ ერთადერთი კონკურსია, რომელიც გამარჯვებულს ავლენს წიგნის საუკეთესო დიზაინის (გარეკანის) ნომინაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები