დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევამ მოინახულეს გორის წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალი, შეხვდნენ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებს და განიხილეს გორის ფილიალის COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობები.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებლობა აქვს დაეხმაროს რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს COVID-19-ის პანდემიის პირობებში. საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან და სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელ ოლგა ჯუმაევასთან ერთად გორში მცხოვრებ ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა.
„დღეს სტუმრად ვიმყოფებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალში, სადაც გავეცანით ფილიალის საქმიანობებს და აქტივობებს. მინდა აღვნიშნო, რომ წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 70 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა საქართველოს მასშტაბით. COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია USAID-ის მხარდაჭერა, რითაც ჩვენ შევძელით ქვეყანაში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგება”, – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდეტნმა ნათია ლოლაძემ.